Press ← and → on your keyboard to move between
letters
ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ სიყვარულის არ მჯერა.
არც ერთხელ ეს სიტყვები გულიდან არ წამოსულა.
ყოველ ჯერზე ჩემი შინაგანის ყველაზე ზედაპირულ ფენაში ერთიანდებოდა ეს სამი ყველაზე ურთიერთშეუსაბამო სიტყვა.
მინდოდა, მე თვითონაც დამეჯერებინა, რომ არ მჯერა სიყვარულის. სიყვარულის არ მჯერა. არ მჯერა სიყვარულის.
გჯერა სიყვარულის?
არა, არ მჯერა.
არაფრის მჯერა სიყვარულის გარდა.
არ მჯერა სიყვარულის, ვამბობდი და მთელი შეგნებული ცხოვრება სიყვარულის ლოდინში გავატარე.
არ მჯეროდა სიყვარულის, და მაინც მეგონა, რომ ჩემს ყველა პრობლემას უშველიდა.
არ მჯერა, მაგრამ მჭირდება, იმიტომ რომ ჩუმად მჯერა.
არ მჯერა, მაგრამ მინდა.
არ მჯერა, მაგრამ ვიცი, რომ შუაღამეს მარტო რომ ვიწექი სამზარეულოს იატაკზე, საკუთარ თავს ვეხუტებოდი და ტირილის პარალელურად ვამშვიდებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმ წუთებში არაფერი მინდოდა სიყვარულის გარდა. მინდოდა მოსულიყო, ხელი მოეხვია და დარწმუნებით ეთქვა, რომ გადავიტან ამასაც. და მეც დავუჯერებდი.
არ მჯერა სიყვარულის, მაგრამ პირველად საკანცელარიო დანა რომ დავშალე და ბასრი პირები გადავმალე, მინდოდა სიყვარულს ეპოვნა, გადაეყარა და ეთქვა, რომ არასდროს აღარ დამჭირდება, იმიტომ რომ ის აქ არის.
ბასრ საგნებს რომ სხეულზე ვისვამდი და ვუყურებდი, როგორ გამოდიოდა ჩემი მკლავებიდან წვეთ-წვეთად სისხლთან ერთად ტკივილიც, მინდოდა სიყვარული მოსულიყო, ჭრილობები გაესუფთავებინა, გადაეხვია და ეთქვა, თუნდაც ყველაზე ბანალურად, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
შრამებზე თითს რომ გადავატარებ, მინდა სიყვარულმაც გადაატაროს და მიხვდეს, როგორ მჭირდებოდა მაშინ.
არ მჯეროდა სიყვარულის, მაგრამ იქ ვეძებდი, სადაც არ იყო. მერე კიდევ უფრო მტკიოდა და კიდევ უფრო არ მჯეროდა სიყვარულის, რომელიც მინდოდა რაც შეიძლება მალე მოსულიყო და ყველა ჩემი ტკივილი მეორეხარისხოვანი გაეხადა.
ახლა არაფრის მჯერა სიყვარულის გარდა. და ამას რომ ვამბობ, ვგრძნობ როგორ მოდის ჩემი გულის ყველაზე ღრმა და დამალული წერტილიდან ოთხი სიტყვა და თან სითბოს კვალს ტოვებს.
ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ სიყვარული, რომლის გარდა არაფრის მჯერა, მეც მიპოვის.
Epilogue
about 22 hours laterისევ...
This user has written an update to this letter.To see what they wrote, please
Sign in to FutureMe
or use your email address
Create an account
or use your email address
FutureMe uses cookies, read how
Share this FutureMe letter
Copy the link to your clipboard:
Or share directly via social media:
Why is this inappropriate?